გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ გალობს შეხვდა

6-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - რობერტ გალობს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ გრანადაში, შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.


მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.


ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031