გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული ისტორიული კორპუსი გახსნა

6-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

გიორგი ამილახვარი: დღეს დავათვალიერეთ სრულად რეაბილიტირებული და განახლებული სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიული შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებით, აუდიტორიებითა და ხელსაწყოებითყველაფრით, რაც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის.

 

სამედიცინო უნივერსიტეტს ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა უჭირავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი რეგიონის მასშტაბით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს უნივერსიტეტების განვითარებას და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისმხარდაჭერას, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

 

მსურს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და განსაკუთრებით სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ გარემოში.‘‘

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია.

 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებშიასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.

 

უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ასევე, სამი სასწავლო დეპარტამენტი და „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930