გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„M&I Tbilisi 2024 ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, რომელიც საქართველოში იმართება“-სასტუმრო პარაგრაფ თბილისის და პარაგრაფ შეკვეთილის გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე

6-10-2023

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi  2024“  მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში  ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გავლენიან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდებიან. სასტუმრო სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფ თბილისის და პარაგრაფ შეკვეთილის გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე.


„m&i ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, ვფიქრობ რომ საქართველოსთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტურიზმის სექტორში მომავალი წლისთვის, და არა მხოლოდ ტურიზმის, ცნობადობის კუთხითაც საქართველო ევროპის ქვეყნებში რუკაზე მოინიშნება როგორც ერთ-ერთი ახალი საინტერესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების  გამართვის კუთხით“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.


საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე 2024 წელს საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან  100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930