გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილჰამ ალიევი: პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად

8-10-2023

პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად - სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში.


„დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს ეს ახალი ადგილი ჩემთვის. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლასა და პროგრესზე. დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია.


ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ვართ საქართველოს ძმები, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში. დიდი მადლობა!", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031