გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მეუღლეებთან ერთად ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

12-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.


პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.


პრემიერებმა უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ასევე დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო.


ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უნგრეთის დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30