გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანები და ვეტერანის ოჯახის წევრები, ვეტერნის დღისადმი მიძღვნული კვირეულის ფარგლებში მუზეუმებს უფასოდ მოინახულებენ

12-10-2023

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14, 15,16 და 17 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში:
.უფლისციხის ისტორიული-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი.
.ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი.
.უჯარმისა და დავით - გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ;
მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.
.მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუცო.
. ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაჟაში (უშგულის თემი)

ხოლო 15 ოქტომბერს და 17 ოქტომბერს შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ0ნაკრძალებში:
.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
მისამართი: ქ. ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. #5.
.გრემის მუზეუმი;
მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ენისელი.
.ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
მისამართი: სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში.
.პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნოქალაქევი.
.ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილების ქ. #7.
.ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი;
მისამართი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მირზაანი,
თბილისი, ფიროსმანის ქ. #29,
.დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი;
მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოძისი.
.ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. #8.
.დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. გორი, ვერხვების დასახლება.
.სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
.დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზისხევის (პიტიახშთა) კომპლექსი, სამთავროს სამაროვანი;
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში, ვეტერანებისათვის ვიზიტი ნებისმიერ დროს უფასოა, ხოლო მითითებულ თარიღებში ვეტერანის ოჯახის წევრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ მოინახულონ აღნიშნული მუზეუმები.
ვიზიტის დროს აუცილებელია, პირმა თან იქონიოს ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა, ან მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი ცნობა.
#17ოქტომბერივეტერანისდღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის.   

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930