გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის“ წევრების კვიპროსში ვიზიტზე: ეს განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული, რომელიც მოპოვებულია საქართველოში და წართმეულია ევროპელი პენსიონერებისთვის

14-10-2023

ვხედავთ, რომ რეალურად, დავით კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში, რაც მოასწავებს იმას, რომ ზუსტად იგივე მმართველობის სტილი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება,  - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და პარტიის მენეჯმენტის კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან ვიზიტს.

 

ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს, მათსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება.


მისი თქმით, კეზერაშვილთან შეხვედრა იმის ღია განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობით კრიმინალური ფული უნდა შემოვიდეს.

 

„მგონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი ქმედებები და განცხადებები. ვთვლი, რომ ეს არის ღია სიგნალი და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენს საზოგადოებასაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული, რომელიც კრიმინალური გზებით არის მოპოვებული საქართველოში და რომელიც კრიმინალური საშუალებით არის წართმეული და მოტყუებით გამორთმეული ევროპელი პენსიონერებისათვის“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930