გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სანქციების აღსრულების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება“ - შემოსავლების სამსახური

15-10-2023

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სანქციების აღსრულების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.


„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების შესახებ მომზადებულ მორიგ სიყალბესთან დაკავშირებით და განმარტოს შემდეგი:

2023 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მიერ, გადაცემა - ,,შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი იყო ცალსახად, დეზინფორმაციული შინაარსის და მისი გავრცელება კიდევ ერთხელ ემსახურება მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.


აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ “უტყუარი მტკიცებულებები” თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს არის სრული სიცრუე და თავად მედია საშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა.


ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდინტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930