გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში 31.6 % მიიღო პარტიამ, რომლის ლიდერი სამი წლის წინ გამოდიოდა ინიციატივით, კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ტაძრები, რომელთა "მრევლი" მხოლოდ "LGBT" თემის "მორწმუნეები" იქნებოდნენ

16-10-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს.

 

"პოლონეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მმართველმა პარტიამ დიდი ალბათობით, დაკარგა უმრავლესობა 460-მანდატიან სეიმში. იაროსლავ კაჩინსკის პარტია "სამართალი და სამართლიანობამ" ეგზიტპოლების მიხედვით, აიღო ამომრჩეველთა 36,8%. მისი უახლოესი კონკურენტია "სამოქალაქო კოალიცია", რომელიც აერთიანებს ფემინზმის, ლიბერალიზმის, სეკულარიზმისა და "LGBT" თემების ინტერესდამცველებს - 31,6%. ოპოზიციური "მესამე გზა" აგროვებს 13%-ს, ხოლო "მემარცხენეები" - 8,6%.

 

ასე რომ, თუ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს გაერთიანებას, სეიმის უმრავლესობაც მათ ხელში იქნება და მთავრობის ჩამოყალიბების ბერკეტებიც. ოდნავ მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის პოლონეთთან შესაძლოა გვქონდეს საქმე ახლო მომავალში, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: "სამოქალაქო კოალიციის" ლიდერი რაფალ თშასკოვსკი, სულ რაღაც სამი წლის წინ გამოდიოდა ინიციატივით, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ცალკე ტაძრები, რომელთა "მრევლი" მხოლოდ "LGBT" თემის "მორწმუნე" წარმომადგენლები იქნებოდნენ, შესაბამისი ორიენტაციის "სამღვდელოებით".

 

მსგავსი სიგიჟე პოლონურ ეკლესიას მისი დაარსების დღიდან ჯერ არ შეხებია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ქვეყნის კონსერვატიულ მხარეზე უკვე გაისმის რადიკალური მოწოდებები. ასე მაგალითად, პოლონეთის არმიის გენერალმა პეტერ პიტელმა განაცხადა, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნების შესაძლებლობას.

 

ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ კი დასძინა, რომ სავსებით შესაძლებელია, პოლონეთში დაიწყოს სამოქალაქო ომი და ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა ხელში იარაღი აიღოს," - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930