გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: არესტოვიჩის სიტყვებზე, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არის კორუფცია, ბიზნესზე ზეწოლა და ასე შემდგომ, რას უპასუხებს რადიკალური ოპოზიცია, ან მათი პატრონები, ეს არის საინტერესო

16-10-2023

უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ალექსეი არესტოვიჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციის არსებობაზე, გასაკვირი და ახალი არ არის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის. გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ეს პიროვნება საუბრობს იმაზე მეტს, რაც მანამდე იყო ცნობილი.

 

„ერთი წლის წინ, ცოტა უფრო ადრეც და იმის შემდგომაც, როდესაც ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ თანამშრომლობაში შეერთებული შტატებში იმ ძალებთან, რომელთაც სურდათ პრაქტიკულად მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო არესტოვიჩი.

 

დღეს ეს პიროვნება საუბრობს იმას და კიდევ უფრო მეტსაც, რაც ჩვენც კი არ გვითქვამს - უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციაზე, კლანებზე და ა.შ. არესტოვიჩის ამ სიტყვებზე, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არის კორუფცია, ბიზნესზე ზეწოლა და ასე შემდგომ, რას გასცემს პასუხს ან რადიკალური ოპოზიცია, ან მათი პატრონები, ეს არის საინტერესო,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930