18-10-2023
„მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, 16 ოქტომბრიდან კი, სამართლებრივი თვალსაზრისითაც დასრულდა. ამიტომ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღევანდელ კენჭისყრაზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!!“-წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ღირსება თუ შერჩა პარლამენტის დარბაზშივე უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ!
„მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, 16 ოქტომბრიდან კი, სამართლებრივი თვალსაზრისითაც დასრულდა. ამიტომ, რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღევანდელ კენჭისყრაზე, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!!
მან, საკუთარი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის და კონსტიტუციის ერთგულებაზე უარი თქვა და რევოლუციური პროცესების ავანგარდში ყოფნა აირჩია.
მდოგვის მარცვლის ოდენა ღირსება თუ შერჩა პარლამენტის დარბაზშივე უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ!
მერე უნდა ლომჯარიას ორბიტას შეუერთდეს და უნდა გახარიას ძლევამოსილ გუნდს...
P.S. რადგან, ნაც-ლიბერალებს და გუგლის მცოდნე ჟჟჟუურრრნალისტებს “კოჭლი იხვი” ტრავმირებული ფრინველი ჰგონიათ, თუ იმპიჩმენტი საბოლოოდ ვერ გაფორმდა, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მათ ექნებათ საშუალება ნახონ თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში - “კოჭლი იხვი”-წერს ვატო შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024