გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალშვილიან ოჯახს კერძო სახლი შეუძინა და საკუთრებაში გადასცა

18-10-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,   სოფელ მუხურაში მცხოვრებ ცინაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა და საკუთრებაში გადასცა.


ცინაძეების ოჯახი,  ამ დრომდე სოფელ მუხურაში ავარიულ სახლში, მაღალი საფრთხის შემცველ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობდა. ქ. ტყიბულში არსებული კერძო სახლი ცინაძეების ოჯახთან შეთანხმებით შეირჩა, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა და ოჯახს საკუთრებაში გადასცა. მრავალშვილიან ოჯახს ახალ სახლში  გადასვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მეოთხე ოჯახი დააკმაყოფილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031