გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იაპონიიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრველია.

ბახტაძემ იაპონიის მთავრობას გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასვლეთის ჩქარი მაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება, მადლობა გადაუხადა.

„ასევე მინდა შევეხო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ვიზიტს საქართველოში. მინდა ყველას შეგახენებოთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა გახლავთ. ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ იაპონიასთან. ჩვენ გავუკეთეთ ინიცირება კონსულტაციების დაწყებას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ იაპონიასთან. ამასთანავე წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში, ხოლო იაპონია, როგორც მოგეხსენებთა გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას. როგორც მოგეხსენებათ მათ 343 მლდ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოყვეს, რომელიც მოხმარდება აღმოსავლეთ-დასვლეთის ჩქარი მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. საინჟინრო თვალსაზრისით ეს უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული, აქედან გამომდინარე იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვბელოვანია, რომ ისტორიურლი პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031