გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

21-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურზე, მოქალაქეები ხის კონსტრუქციის ნავიდან, ელექტროშოკური მოწყობილობითუკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლინდნენ. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 14,3 კგ. კეფალის სახეობის თევზი.


უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728