გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

6-09-2018


ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest“-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამოჩემი სოხუმიგაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს გურამ ოდიშარიას მიერ ქართველებსა და აფხაზებს შორის  ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებზე, მის დიდ ღვაწლზე  სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობით.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმაქართული და აფხაზური ფოლკლორული ნომრები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930