გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მსოფლიო ბანკის" რეგიონალური დირექტორი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა

26-10-2023

„დაკავშირებადობის შესახებ საუბარი ძალიან დროულია და კარგია, რომ საქართველომ იპოვა თავისი როლი. „დაკავშირებადობა" აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს და ქვეყნებს", - განაცხადა - „მსოფლიო ბანკის" ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორმა ჩარლზ ჯეი კორმიერმა, რომელმა მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის ფორუმის" სადისკუსიო პანელში - Meaningful Connectivity Enabler for Global Growth.


ჩარლზ ჯეი კორმიერის თქმით, დაკავშირებადობა არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეფექტური ვაჭრობისთვის. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და შეუძლია განავითაროს ახალ ბაზრებზე გასვლა. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპასთან საქართველოსა და რუმინეთის გავლით.


„ამ ფორუმის კიდევ ერთი მთავარი დღის წესრიგია დიგიტალიზაცია, მას აქვს უზარმაზარი ტრანსფორმაციის პოტენციალი რეგიონისთვის და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, დიგიტალიზაციაზე წვდომა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და განავითარებს ინოვაციებს. ამ დერეფნის განვითარება ნიშნავს წარმოების განვითარებას. ამრიგად, ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის კაბელის პროექტზე, უნდა გავუწიოთ სრული ტექნიკური დახმარება და უზრუნველვყოთ, რომ პროექტს ჰქონდეს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ზღვის ფსკერი მდგომარეობის სწორი შეფასება, დავრწმუნდეთ, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ბაზარზე გასატანად ", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031