გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდერ ბერნადი: საქართველო ახალი ბაზარია, მაგრამ მახასიათებლები ნამდვილად შეუდარებელია

27-10-2023

„ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის სიტყვა - საქართველოს საბაზრო ეკონომიკა განვითარებული და ნამდვილად მიმზიდველია. ბიზნესის კეთების სიმარტივე ანუ ყველა ინდიკატორი, რომელსაც რეიტინგებში ვხედავთ, ნამდვილად ჩანს და ვგრძნობთ. საქართველო არის ახალი ბაზარი, მაგრამ რა მახასიათებლებიც ჩანს, ნამდვილად შეუდარებელია", - განაცხადა Cerberus Frontier -ის თანათავმჯდომარემ და Cerberus (Singapore) Pte. Ltd. -ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა ალექსანდერ ბენარდიმ.


ამის შესახებ ბენარდიმ „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე - „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან აქტიური ქვეყანაა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.


„ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ დასავლური ორიენტაცია და ეს ყურადღება იზრდება სწორედ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, - მცირე, მაგრამ ძალიან აქტიური. მთავრობამ სწორად უნდა გამოიყენოს შექმნილი შესაძლებლობები"- აღნიშნა მან.

ალექსანდერ ბერნადიმ ასევე ისაუბრა საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ „შუა დერეფნის" კონტექსტში.


„ინფრასტრუქტურას მე ცენტრალურ ადგილზე დავაყენებდი, რადგან შუა დერეფნის გადმოსახედიდან, სწორედ ამას ექცევა დიდი ყურადღება. ეს არის კომპლექსური დერეფანი, სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურით და უმნიშვნელოვანესია, რომ ამას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს", - აღნიშნა ალექსანდერ ბენარდიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930