გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციას: ქალებით რომ სპეკულირებთ, როცა სხვა ქალ დეპუტატებს გამოაქვეყნებენ რაღაც „შავ სიებში“, აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის ეს და მოღალატის ძახილი უფრო მეტი შეურაცხყოფა თუ არა

1-11-2023

გუშინ გადააჭარბა-თქო ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არც ერთს არ გახსოვთ, ვერც გავიმეორებ, რა უწმაწური ბანერი გაშალეთ აქ, თეა წულუკიანი რომ იყო; ქალი არ იყო თუ ადამიანი არ იყო? - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

აღნიშნული განცხადება მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიების გამო ოპოზიციონერების რეაქციის შეფასებისას გააკეთა.


მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია ქალებით და გენდერული ნიშნით სპეკულირებს, უნდა ახსოვდეთ, რომ სხვა ქალ დეპუტატებს შავ სიებში სვამენ და მოღალატეებს უწოდებენ.

 

„Mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა, მეტი არ არის? ამიტომ, ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეთ, შეირგეთ ის ბოდიშიც და ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი. ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, როცა სხვა ქალ დეპუტატებს გამოაქვეყნებენ რაღაც „შავ სიებში“, აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით ყველა.“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930