გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გადასახადის გადამხდელის ხარჯზე მაღალჩინოსნების მატერიალური პრივილეგიები არასწორია

7-09-2018

“ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს, პირველ რიგში, რომ არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე, ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უნდა გავრცელდეს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრზეც.

„ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყო პარლამენტის რეგლამენტის განხილვის დროს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო მოწვევის განმავლობაში, ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდება ეს პრივილეგია, რაც არ არის, სწორი. ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს პირველ რიგში, რომ არ არის ეს სწორი და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე, ყოფილ პრემიერებზე და ყოფილ პრეზიდენტებზე. არ შეიძლება გადამხდელების ხარჯზე სარგებლობდნენ ასეთი მატერიალური პრივილეგიებით ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მის პოზიციას იზიარებს უმრავლესობაც.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. არ არის სწორი ის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი პოზიციაა და ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არ უნდა სარგებლობდეს მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო, არაფრისთვის არ არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის სწორი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანებს, შესაბამისი კომენტარების გაკეთებისას, სუბიექტური ინტერესები ამოძრავებთ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031