8-11-2023
ცაგერის ისტორიულ მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ.
ორგანიზაციები მიზნად ისახავენ ითანამშრომლონ კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებებით, რაც გულისხმობს: მეცნიერების მოკლევადიან მივლინებას ლექციების ჩატარების მიზნით, თანამშრომლობას სამეცნიერო პროექტების ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმის ხელმოწერამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ცაგერის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს წარუდგინა ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები, გააცნო მემორანდუმის ხელმოწერის მიზანი და სამომავლო გეგმები. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ცაგერის მუზეუმის დირექტორი ნატო ზაქარიაძე, ფონდების დაცვის, აღრიცხვისა დაექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ აბულაძე, საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელი ლანა გრძელიშვილი, ცაგერის უხუცესი პედაგოგი დავით კოპალიანი.
აღსანიშნავია რომ ვიზიტის ფარგლებში ცაგერის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი გამოცემები.
გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ლიბერთი ბანკისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ეგიდით მიმდინარე პროექტში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა თამარ აბულაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩაუტარა ლექცია თემაზე „ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები“.
16-11-2024
16-11-2024