გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500 მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

9-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.


მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.


შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.


აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930