გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე: რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა და სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება ზედგამოჭრილია მასზე- ხანდაზმული თაღლითი

14-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ხაზარაძე აცხადებს, რომ „ნამდვილად არ მინდა ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე“.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რეაქციონერი “კომსომოლიდან”, შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო.

  

„ამას მალე წითელ წიგნში შეიყვანენ, როგორც გადაშენების პირას მყოფი “ლუზერი”…

მთელი მისი ბიოგრაფია- რეაქციონერი “კომსომოლიდან”,

შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო…

როდესაც შანსი მიეცა, მართლა საკუთარი უნარებით ეხელმძღვანელა;

  • რეგიონული მნიშვნელობის პროექტი “ანაკლია”, სადაც სახელმწიფომ ხელი შეუწყო და ყველანაირი პირობა დაუკმაყოფილა- ჩააგდო.
  • ოპოზიციის ლიდერობა იტვირთა, პარტია შექმნა და “ბეიბისითერადაც” ვერ ივარგა, იხვეწებოდა- ბავშვს მე დავიტოვებო, მაგრამ “ორი ბატი” არავინ ანდო.

მოკლედ, რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა და სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება, ზედგამოჭრილია მასზე- ხანდაზმული თაღლითი!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930