გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს

15-11-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის “Forbes USA”ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას “Artisanal Heritage of Georgia” ამზადებს.

 

ტურის ფარგლებში „Forbes”-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც  ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა.

 

„Forbes”-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30