გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია განათლებაში ინვესტიციების განხორციელება

15-11-2023

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია განათლებაში ინვესტიციების განხორციელება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.


მისი თქმით, ის, რომ განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში.


როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს.


დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:

• 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით მოგახსენებთ;
• 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად და ამაზეც შედარებით დეტალურად ვისაუბრებ;
• სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;
• პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;
• სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930