გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16-11-2023

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ა(ა)იპ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის" ბუღალტერმა, ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, მივლინების და სპორტული ღონისძიების ხარჯის დანიშნულებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან სხვადასხვა დროს პირად ანგარიშებზე უკანონოდ ჩაირიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 86 699 ლარს.


მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) წარედგინა.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930