გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

17-11-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.


სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს.


კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე.


შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031