„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულდა
22-11-2023
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და რეგიონებში დასრულდა. ბოლო კონფერენციები ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.
- „ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს;
- ჭიათურის ორგანიზაციას - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე;
- საჩხერის ორგანიზაციას - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი;
- ზესტაფონის ორგანიზაციას - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი;
- თერჯოლის ორგანიზაციას - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;
- ტყიბულის ორგანიზაციას - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი;
- სამტრედიის ორგანიზაციას - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე;
- ხონის ორგანიზაციას - ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;
- წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.
- ქუთაისის ორგანიზაციას - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე,
- ვანის ორგანიზაციას - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი
- ბაღდათის ორგანიზაციას - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.
სულ „ქართული ოცნების“ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.