გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ინიციატივაზე: როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ მომართული ხარ ღალატისკენ

22-11-2023

როცა ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო, სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას? რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ, ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ, საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას - ეს არის ომის და ღალატის პარტიის მთავარი მიზანი, რომ რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და "ლელოც" ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ლელოს“ მიერ წარდგენილი 9-პუნქტიანი გეგმის, „საქართველოს დაცვის აქტის“ თაობაზე საუბრისას განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, პარტია „ლელოს“ ინიციატივა მოღალატეობრივია, ვინაიდან მისი შესრულების შემთხვევაში, რუსეთს არანაირი ზიანი არ მიადგება, საქართველოს ეკონომიკა კი პირველივე წელს 10 პროცენტით შემცირდება, რაც 150 ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს.

 

„როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს პირველივე წელს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, ხარ უბრალოდ მოღალატე და მეტი არაფერი. ვინ მოგვიწოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ - ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სხვა ასეთი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო მეტიც, ოპოზიციაც კი უარყოფდა იმას, რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. არის კონკრეტული განცხადებები ევროკავშირის, რასთან მიერთებასაც ითხოვენ და ამას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან არ აქვს კავშირი. რაც შეეხება ლელოს ინიციატივას, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა. როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური დაა.შ. ეს ნიშნავს, რომ შენ პირდაპირ მომართული ხარ ღალატისკენ და ეს არის ლელოს სულისკვეთება, ისევე როგორც მთლიანად კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სულისკვეთება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930