გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, იმიტომ, რომ იგივე კანონპროექტის გამო ლამის ქვეყანა დაგვამხვეს თავზე

5-12-2023

„დღეს ევროპარლამენტის კომისიებში იწყება ზუსტად, იმ კანონპროექტის, (ოღონდ არა ისე მსუბუქს, როგორიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, არამედ ძალიან მკაცრის) განხილვა, რომელზედაც ლამის მთელი საქართველო ფეხზე დააყენეს რუსთაველზე და ჩვენ დემარში მოგვიწყვეს“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.

 

ჩიბურდანიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში „აგენტების შესახებ კანონი“ რამდენი თვეა შეტანილია, მაგრამ განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

„დღეს ევროპარლამენტის კომისიებში იწყება ზუსტად, იმ კანონპროექტის, (ოღონდ არა ისე მსუბუქს, როგორიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, არამედ ძალიან მკაცრის) განხილვა, რომელზედაც ლამის მთელი საქართველო ფეხზე დააყენეს რუსთაველზე და ჩვენ დემარში მოგვიწყვეს, პოლიციელები დაწვეს და ა.შ. შემდეგ ამ ქმედებას ამართლებდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები (ყველაზე არ ვსაუბრობ), „ნაცმოძრაობის“და დესტრუქციული ოპოზიციის ლობისტები. კანონპროექტი წარდგენილია იგივე სახელით - „აგენტების შესახებ კანონი“.

 

ამ სიტყვაზე ხომ ატყდა აქ ერთი ამბავი, ვინ არის „აგენტი“, როგორ შეიძლება მე ვიყო აგენტი და ა.შ. ჩვენ გვქონდა ამერიკული კანონ FARA-დან გადმოტანილი, ოღონდ ძალიან მსუბუქი სახით. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ეს კანონი მიღებული, ინგლისს, კანადას, ბრაზილიას, ავსტრალიას, ევროპის 7 სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთსაც. ვისაც აქვს მიღებული, ყველგან უმკაცრესია ეს კანონი და ყველას აქვს თავიანთი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ არ გავაკეთეთ ეს. ჩვენ ყველაზე მსუბუქი ვარიანტი შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ხომ ხედავთ რა მოხდა. ახლა ევროპარლამენტის კომისიებში იწყება იმ კანონის განხილვა, რომელზედაც საქართველოში ჩვენ პირადად - „ხალხის ძალას“ გვეძახეს რუსეთუმეები, პუტინისტები, არ ვიცი, რა არ გვაკადრეს - ენით აღუწერელი ბულინგი იყო.

 

წარმოიდგინეთ პროფესორებს რომ სტუდენტებს აგიმხედრებენ. მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტში რეკავდნენ და პირდაპირ ითხოვდნენ, ჩიბურდანიძე გაუშვით უნივერსიტეტიდან თორემ.. და იყო სერიოზული მუქარა. სხვათა შორის, მე მაქვს ინფორმაცია ჩემი ევროპელი მეგობრებისგან, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, რატომ? - იმიტომ, რომ მათ სინდისი აწუხებთ. იგივე, ოღონდ უფრო მსუბუქ კანონპროექტზე, რომელზეც საქართველოში, თვითონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა, ევროპის სახელმწიფოებმა, არ ვიცი საკუთარი ნებით, თუ სხვისი დაძალებით, ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს და ქვეყანა დაგვამხვეს თავზე, უფრო რთული კანონპროექტი განხილვას იწყებენ. ეს გადადეს და გაახანგრძლივეს იმიტომ, რომ არაეთიკურია და არასამართლიანი მათი მხრიდან. მათ ჰგონიათ, რომ ეს თემა წარსულში დარჩება, მაგრამ „ხალხის ძალა“ ამას არ დავტოვებთ ამ თემას წარსულში“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930