5-12-2023
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებდნენ.
„დღეს ჩვენ პერფორმანსით შევუერთდით მსოფლიოში გამართულ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, დავგმეთ ძალადობა და ჩვენი აქციით გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ" - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიამ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |