5-12-2023
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე -,,ხინოდან ხიხანამდე’’.
კონკურსის პირობები:
საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტო უნდა ეხებოდეს აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას და შინაარსობრივად ასახავდეს შემდეგ საკითხებს (ერთიანად ან ცალკ-ცალკე): კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გეოგრაფიულ სივრცეში. მატერიალურ ანდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა კომბინაცია შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.
კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 ორიგინალი ფოტოს ციფრული ვერსია "JPG" ფორმატით. ელ-ფოსტაზე: info@ajaraheritage.ge. ფოტოსთან ერთად ასევე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი); ძეგლის დასახელება, რომელსაც ეხება ფოტო, რაც ფოტოფაილის დასახელებაში უნდა აისახოს შემდეგნაირად: „ავტორის გვარი, ძეგლის დასახელება“.
კონკურსანტი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები. კონკურსის ფარგლებში წარმოშობილ საავტორო უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად კონკურსანტს; ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა იმ პირისა, რომელსაც წარმოექმნება ინტერესთა კონფლიქტი; ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მისი პოლიგრაფიული მიზნებით გამოყენების მოთხოვნებს და იყოს არანაკლებ 24 მეგაპიქსელი. არ მიიღება ფოტომანიპულაცია, პროგრამულად დამუშავებული ან ინტერნეტიდან აღებული ფოტოები; აუცილებელი პირობაა რომ ფოტო გადაღებული იყოს კონკურსის გამოცხადების შემდგომ პერიოდში; გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამომსახველობა; ორიგინალურობა; კრეატიულობა; კომპოზიცია; გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოტექნიკის ვაუჩერებით. I ადგილი: 2000 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 1500 ლარიანი ვაუჩერი და III ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადააა 2024 წლის 15 მარტი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |