გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.


პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრულია ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ. მაგრამ, მისივე თქმით, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ.

„მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, ისევე როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, როგორც მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.


არსებობს ბიზნესსაქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ.


არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930