გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს

7-12-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს.


ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13  დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 - შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - გურიის,  3  - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.


მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 43 კუბურ მეტრამდე მერქანი; მათ შორის,  35 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1064 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1472 კუბური მეტრი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031