გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგული მაღრაძე: კანაფი სოფლის მეურნეობის კულტურაა

12-09-2018

დეპუტატის, გუგული მაღრაძის განცხადებით, კანაფის მოყვანა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი კულტურაა.


მისი თქმით, მარიხუანას წარმოება ქვეყნისთვის მოგების მომტანია.


"უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. იმიტომ  რომ ძალიან რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? ეს (კანაფი) არის სოფლის მეურნეობის კულტურა. ჰოდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია, მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მოიყვანენ ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ კანაფს. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება გათვლილი იმისთის, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის“ - განაცხადა დეპუტატმა.


შეგასენებთ, რომ საქართველოს მთავრობა კანაფის წარმოებასა და ექსპორტს გეგმავს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს მხოლოდ სამედიცინო მიზნებით მოხდება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31