გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ომის დამწყები რუსეთის ფედერაცია იყო  

12-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო.


ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად”,-  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დროსაც ერთიან მიდგომაზე შეჯერდნენ.

 

„ობიექტური მიზეზების გამო, უშუალოდ, ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა მე მქონდა, თავის დროზე, საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ერთიან მიდგომაზე და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა, ამავე დროს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომაზე, საბოლოოდ, შევჯერდებით. კონკრეტულად განცხადება არ მომისმენია, თუმცა ვიცი ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930