გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილის პრეზიდენტი: ცალსახაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოს ნაწილია, არავინ უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თუ რუსეთის ნაწილად

12-09-2018

„ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილის პრეზიდენტის, ფლორიდის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარის, დევიდ კრამერის განცხადებით, ცალსახა პოზიციაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოს ნაწილია, არავინ უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თუ რუსეთის ნაწილად.


ამის შესახებ კრამერმა აშშ-ის კონგრესში წარდგენილ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

„პოზიცია ძალიან ცალსახაა 2008 წლის შემდეგაც და მანამდეც, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოს ნაწილია, არავინ უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თუ რუსეთის ნაწილად. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელზეც რუსული სამხედრო ძალები იმყოფებიან 2008 წლის ძალისმიერი მოქმედებების შედეგად. ეს რეზოლუცია არის ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე რომ რუსეთის ხელისუფლება ვიყო, არ ვიამაყებდი რომ სისხლიანი, ასადის მკვლელი რეჟიმი ჩემს მხარესაა“, – განაცხადა კრამერმა.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს. დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930