12-09-2018
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც ბ.ჩ.-ს და ზ.გ.-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა).
ბ.ჩ.-ს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი შეეცვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ზ.გ.-ს შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.