გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
17 დეკემბერს მოკლემეტრაჟიანი სპორტული ფილმის „ბახმაროს“ პრემიერა გაიმართება

16-12-2023

17 დეკემბერს, 19:30 საათზე „ფაბრიკაში“ მოკლემეტრაჟიანი სპორტული ფილმის „ბახმაროს“ პრემიერა გაიმართება. ფილმში მოთხრობილია რედ ბულის ათლეტების მარკუს კლივლენდისა და იესპერ ტეიდერის სპონტანური თავგადასავლის შესახებ ბახმაროს გაუკვალავ თოვლსა და ქუჩებში.


ათლეტები ბახმაროში კურორტისა და ქვეყნის კულტურის აღმოსაჩენად, ბაკურიანში გამართულ FIS-ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაემგზავრნენ. ბახმაროში მათ გიდობას სანდრო ჩოფიკაშვილი უწევდა.


17 დეკემბერს ფილმის პრემიერაგაიმართება Jungle Room-ში, ჩვენების პარალელურად შედგება ფოტოგამოფენაც. ფილმის პრემიერაზე დასწრება თავისუფალია.


ათლეტების შესახებმარკუს კლივლენდი – ნორვეგიელი სნოუბორდერი; მონაწილეობს სლოუფსტაილისა და ბიგ ეარის შეჯიბრებებში; პირველი სნოუბორდერი, ვინც შეჯიბრებაზე შეასრულა ილეთი „quad cork 1800“. მარკუს კლივლენდმა კარიერის მანძილზე რვაჯერ გაიმარჯვა X Games-ზე, ორჯერ გახდა ოლიმპიელი, ორჯერ გაიმარჯვა FIS-ის ფრისტაილ სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2021 წელს ასპენში, 2023 წელს კი- ბაკურიანში.იესპერ ტეიდერი – შვედი მოთხილამურე; სამგზის ოლიმპიელი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი; 2014 წლის სლოუფსტაილის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. გინესის რეკორდსმენი ყველაზე გრძელ ძელზე სრიალში; იესპერ ტეიდერი ცნობილია როგორც კრეატიული ილეთების გამოგონებითა და შესრულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930