გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე - „გოლდმან საქსს“ტრილიონის ინვესტიციები აქვს განხორციელებული  

13-09-2018



 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ საქმიანობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „გოლდმან საქსს“ტრილიონის ინვესტიციები აქვს განხორციელებული.

 

 

„საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ალბათ ყველას გსმენიათ საინვესტიციო ბანკი „გოლდმან საქსი“, იცით თუ რამხელა ინვესტიციებს ახორციელებს, ტრილიონის ინვესტიციებიაქვს განხორციელებული ამ საინვესტიციო ბანკს და ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად, Apple, Yahoo, Microsoft, Uber - ამ კომპანიების აქციებს, ჩამონათვალი ძალიანბევრია. გუშინ მოვისმინეთ, რომ ეს საინვესტიციო ბანკი ლობირებს ნარკობიზნესს. და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ეს საინვესტიციო ბანკი, ბიძინა ივანიშვილილობირებს ნარკო ბიზნესსო, რაც, რა თქმა უნდა, ნამდვილად სასაცილოა და ალბათ, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა ერთ-ერთიყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანიისთვის  - „გოლდმან საქსისთვის“ ასეთი სიუჟეტი და ასეთი ცილისწამება ეკადრებინა. თუმცა, რას ვიზამთ, საქართველოში გვყავსისეთი ტელეკომპანია, რომელიც ყველაფერს კადრულობს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა და ხალხის დამოკიდებულება. სწორედსაზოგადოებამ და ხალხმა გადაწყვიტა 2012 წელს მათთვის მიენიჭებინა ის ადგილი, სადაც დღეს არიან და საზოგადოებას ნამდვილად ვერავინ მოატყუებს და ვერავინ შეიყვანსშეცდომაში“ - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031