გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და რეაბილიტაციაზე ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე, 800-მდე ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ" ფონდის მიერ და ეს პროცესი გაგრ

18-12-2023

კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ამ დარგების ინტერნაციონალიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რეაბილიტაცია, რომელზეც ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე.


„რაც შეეხება კულტურას და სპორტს, აქ განხორციელებულ რეფორმებს, მნიშვნელოვან მიღწევებს, რა თქმა უნდა, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ამ დარგების ინტერნაციონალიზაცია.


ბოლო წლებში საქართველოს უძველესი კულტურა მრავალგზის აღიარეს საერთაშორისო დონეზე. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ახალ ნომინაციებად შეიტანეს ღვინის დაყენების ქართული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა.


საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია", რომელიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ტარდება. საფესტივალო პროგრამა მოიცავს 60-ამდე ღონისძიებას და ეძღვნება საქართველოსა და მის კულტურას. მინდა ქალბატონ თეას გადავუხადო მადლობა ამ გამოფენისა და ფესტივალის წარმატებით ჩატარებისთვის.


გამოფენა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას ასახავს. აგრეთვე უდიდესი წარმატებით ჩატარდა ფოლკლორული და პროფესიული მუსიკის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები.


ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე მინდა აღვნიშნო, რომელიც პირველად გაიმართა ჩრდილოეთ ევროპაში, კოპენჰაგენში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.


ლევილის ქართველთა მამული საქართველოს 2016 წელს დაუბრუნდა. ამჟამად დასრულებულია მამულში გარკვეული ნაწილი. სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მალე დასრულდება ეს სამუშაოებიც.


ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რეაბილიტაცია, რომელზეც ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე. მანამდეც, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს, რეალურად, დაზიანების გარდა 2012 წლამდე არაფერი გაუკეთებია. 800-მდე ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ" ფონდის მიერ და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მთავარ სიამაყეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. გვაქვს მონახაზი, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ მომდევნო წლებში 50 ან 100 მილიონი ლარის ფარგლებში გამოიყოს ბიუჯეტიდან და მთავარი ღირსშესანიშნავი ძეგლების კომპლექსური განვითარებისთვის ჩამოყვანილი იქნას საერთაშორისო ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები.


რა თქმა უნდა, გრძელდება მუზეუმების განვითარება. სამუზეუმო ფონდების შევსება 2021 წელს დაიწყო. წელს 100-ზე მეტი ექსპონატის, მათ შორის - 91 ფერწერული ნამუშევრის შესაძენად გამოყოფილია 2 000 000 ლარზე მეტი. მუზეუმებმა უმასპინძლეს 118 გამოფენასა და 630 შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს.


რაც შეეხება სპორტის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწევებს - პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ბოლო წლებში 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა სპორტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რეაბილიტაცია- მშენებლობას მოხმარდა 500 მილიონ ლარი.


ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დასრულდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: უეფას მე-4 კატეგორიის 11 სტადიონის რეაბილიტაცია, მშენებლობა და აღჭურვა, მათ შორის ასევე ძალიან ბევრი სპორტული კომპლექსი აშენდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ, რეგიონებში და ეს პროცესი რა თქმა უნდა, გრძელდება. გრძელდება ასევე სტადიონების კეთილმოწყობა და აღჭურვა. სპორტული კომპლექსების მშენებლობა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 2024 წელს გლდანში დასრულდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია. 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ჩვენ ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.


წელს და გაისად ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში დამსვენებლებს ორი ახალი, 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. თითოეულის გამტარუნარიანობა იქნება 1800-2400 ადამიანი. ამ საბაგიროს ამ კვირაში გავხსნით. აქვე მინდა აღვნიშნო კასპის კორტების პროექტი, რომელმაც წელს უკვე წარმატებით უმასპინძლა დევისის თასს, ეს არის საერთაშორისო დონის ტურნირი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930