გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარია, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი

18-12-2023

რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა. 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით, პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1 იანვრიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვეო პაკეტით.


„ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა, 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.


აქაც მინდა შედარებისთვის გითხრათ 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარი არის ექიმის ხელფასი, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.


რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართლებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ბავშვებისა, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.


ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031