კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური კონკურენციის შემზღუდავ 6 მთავარ პუნქტს ასახელებს, რომლის შედეგად,შესაძლოა, „ოცნებამ“ 2024 წლისარჩევნების შემდეგ რევოლუცია მიიღოს
21-12-2023
არის თუ არა პოლიტიკური კონკურენცია შეზღუდული საქართველოში?!- დიახ, არის და რატომ:
- ფინანსური ფაქტორი - „რუსულ ოცნებას“ განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს, ოპოზიციის შემომწირველებს კი ანადგურებენ.
- ადმინისტრაციული და ძალადობრივი მანქანა - სუსი, პოლიცია, მათ შორის, კრიმინალის გამოყენება და ა.შ. რაც გულისხმობს „ოცნების“ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ მძიმე დანაშაულების - მკვლელობის მცდელობის, ცემის, დაჭრისფაქტების მიმართ გაცემულ ინდულგენციას და ამავდროულად, ოპოზიციის მხარდაჭერების წინააღმდეგ გამოგონილ სისხლის სამართლებრივ დევნას და მათ საკანში გამომწყვდევას. როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა, შესაცვლელია ცესკო-სთან, ანტიკორუფციულბიუროსთან, სასამართლოსთან და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რაც ამავე ვენეციის კომისიისდასკვნით, „გავლენას ახდენს თანაბარი პირობების შექმნაზე“.
- ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური ნიშნით დევნა, მათი იძულებით ემიგრაციაში ყოფნა ან დაპატიმრება - მათ შორის, პიჯაკების საქმეზე სააკაშვილის დაჭერა. საზოგადოებამ კარგად დათვალა, როგორ გადაიხადეს 70 000-დან 80 000-მდე ევროთი მეტი თითო ზუსტად ისეთ ავტობუსში,ვიდრე სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯამში, ამ ზედმეტმა თანხამ დაახლოებით 20 მილიონი ევრო შეადგინა. მარტო ეს ერთი ეპიზოდი კმარა „ოცნების“ კორუფციის დონის საჩვენებლად. ამიტომ მდიდრდება რამდენიმე ოჯახი და ჩვენი ხალხი ცხოვრობს ცუდად.
- ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, რაც ზღუდავს პატარა და საშუალო ოპოზიციური პარტიების განვითარებას და ამით, კიდევ ერთხელ, იზღუდება პოლიტიკური კონკურენცია. მაგალითად: საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, რაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში დაშვებულია; მაღალი საარჩევნო ბარიერი, - 5 %, რაც რელევანტურია განვითარებულ დემოკრატიებში, მაგრამ ძალიან მაღალია ჩვენნაირი ავტორიტარული ქვეყნისთვის. აქვე, ჩემი აზრით, გარდამავალ პერიოდში, ვიდრე განვითარებულ დემოკრატიად შევდგებით, 3 %-იანი ბარიერი უფრო სამართლიანია.
- სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება არა პროფესიონალიზმის ნიშნით, რადგან იქ დასაქმებული ხალხის წვლილი ქვეყნის მშენებლობაში მაღალი უნდა იყოს, არამედ პოლიტიკური ნიშნით, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურების უაღრესად არაკომპეტენტური ადამიანებით ავსება. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ ვცხოვრობთ ცუდად.
- და უმთავრესი - არჩევნების ფაქტობრივი გაყალბება, რაც უკვე მოხდა 2020 და 2021 წელს, როცა მარტივად, ციფრების მიწერით გააყალბეს ამომრჩევლის ნება. მაგალითად, დმანისის გაერთიანებულ ოლქში,მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე, მაგრამ საპირისპირო რიცხვები დაწერეს. ესაა რეალური მოცემულობა!
რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს?!ერთი: არსებული ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან შეზღუდული და პრაქტიკულად გაუქმებული კონკურენციის პირობებში, წინასწარ იწერს არჩევნებში გამარჯვებას. მეორე:მოდის 2024 წელი და პოლიტიკური კონკურენცია უნდა გაიხსნას. არჩევნებიკონკურენტულ პოლიტიკურ ველზე უნდა ჩატარდეს, მათ შორის, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, რაც კონკურენციის შემზღუდავი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნების შედეგები არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ამ ფონზე, გაიზრდება საპროტესტო მუხტი და ხელისუფლება მიიღებს რევოლუციას!
დარწმუნებული ვარ, თუ ერი მობილიზებას გაუკეთებს საკუთარ ძალებს, „რუსული ოცნების“ ძალადობრივ, ტყუილსა და მოსყიდვაზე აგებულ მმართველობას გადავაგდებთ და ახალი კოალიციური მთავრობა 3 წლის ვადაში ევროკავშირის სრულფასოვან წევრად გვაქცევს.
„ქოცბანდას“ რუსული პასპორტები დიდი ხანია მზად აქვს!- აცხადებს ოქრიაშვილი.