გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრები მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის შესახებ

22-12-2023

მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის, შეძენა/გასხვისებისა და მოხმარების აღრიცხვა ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოხდება.


ელექტრონული სისტემისა და ამ ნივთიერებების მართვის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში გამართეს.


მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენების სწავლების მიზნით, 2024 წლის 22-26 იანვარს, ქ. თბილისში, თბური ტუმბოების, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირებისთვის ჩატარდება ტრენინგები.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თამარ შინჯიკაშვილს (577344208; tamari.shinjikashvili@mepa.gov.ge) და ანა ცაცანაშვილს (577951874; ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930