გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა შემოსავლებით დატოვეს თანამდებობა განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა

13-09-2018

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, გუშინ, თანამდებობა დატოვეს განათლების მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა. გათავისუფლდნენ ასევე: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი; განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმააღნიშნულ პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით, 136 339,29 ლარი მიიღო. 

ამის შესახებ ინფორმაცია მიმინოშვილის ბოლო, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული. დეკლარაციის მიხედვით, მიმინოშვილი ფლობს 340 

კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას ჯამში, 108,529.46 ლარი ჰქონდა. 

თამარ სანიკიძის შემოსავალმა კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე 2017 წლის განმავლობაში 55 033 ლარი შეადგინა. სანიკიძე ფლობს 91,93 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; მსუბუქ ავტომობილს BMW X5 (რომელიც სხვა პირზეა გაფორმებული). მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 265,07 დოლარი ჰქონდა.

განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის შემოსავალმა კი წინა წელს 62 870,86 ლარი შეადგინა. 

ამასთან, გიგაური ფლობს 62,52 კვ. მეტრის ბინას თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 449,17 დოლარი; 70,84 ევრო და 5 318.24 ლარი ჰქონდა. 

მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას წლიურმა შემოსავალმა კი აღნიშნულ პოსტზე 62 870 ლარი შეადგინა. ამასთან, მურღულია იკავებდა თბილისის მერის აპარატის უფროსის პოსტს, სადაც მისი წლიური შემოსავალი 44 563 ლარი იყო. 2018 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მურღულია ფლობს 130 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 245 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ქუთაისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Outlander, რომელიც 2017 წელს 6 700 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე მურღულიას 500 ლარი და 3 000 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 5 000 ლარი და 4 000 დოლარი ჰქონდა. 

რაც შეეხება გიორგი მაჩაბელსა და მანანა მიქაბერიძეს, მაჩაბელის შემოსავალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე 69 960,07 ლარი; ხოლო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უკვე ყოფილი დირექტორის მიქაბერიძის შემოსავალი 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 23 527,64 ლარი იყო. გარდა ამისა, 2017 წლის 19 აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნისას მიქაბერიძის შემოსავალი - 7 885,25 ლარი იყო; წინა წლის 1-ლი იანვრიდან 5 აპრილამდე პერიოდში კი ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე - 7 600 ლარის შემოსავალი მიიღო.
ამასთან, მაჩაბელი ფლობს 130,87 კვ. მეტრის ბინას თბილისში; მსუბუქ ავტომობილს Subaru Forester-ს. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას საბანკო ანგარიშებზე 211,98 დოლარი; 2389,46 ევრო და 11 190.98 ლარი ჰქონდა. 

მანანა მიქაბერიძე კი ფლობს 54 კვ. მეტრის ბინასა და 36 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში. ასევე რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობენ მისი შვილები, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვთ მიღებული. ამასთან, მიქაბერიძეს საბანკო ანგარიშებზე 1 237.69 ევრო და 810.8 ლარი ჰქონდა.



bpn.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930