გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც

28-12-2023

"მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება," - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


იგი გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლითაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. მაჭარაშვილის თქმით, თავიდანვე არასწორი პოლიტიკა იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ "ნაცმოძრაობის" გასამართლება აქამდე არ მოხდა.


"რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც. მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ეშველება. ამიტომ რაც უფრო მალე იქნება ეს პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება 2024 წლის არჩევნების დღიდან (იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე საზოგადოება გამოუტანს ერთ-ერთ განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“) და ამის მერე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.


ის პოლიტიკა, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობის" გასამართლება არ დავიწყეთ, იყო არასწორი. ჩვენი ვალდებულებაა, უფლება კი არა, რომ ამ პოლიტიკური რეჟიმის გასამართლება დავიწყოთ იმიტომ, რომ საერთაშორისო სასამართლოს (მხოლოდ ქართულ სასამართლოს კი არა, საერთაშორისო სასამართლოს) აქვს პირდაპირ ჩაწერილი, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი და შემოქმედი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამის შემდგომ, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე მინიმუმ არასწორები ვიქნებით, ეს პროცესი რომ არ შედგეს" - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930