გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

11-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გაეროში უკრაინის ომის შედეგების შესახებ მსჯელობასთან დაკავშირებით ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.


როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი.


„დღეს გაეროში უკრაინის ომის შედეგებზე იმსჯელეს და საგანგაშო ინფორმაცია მოგვაწოდეს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მძიმე შედეგები თურმე არც ერთ ომს არ ჰქონია. 10 000 მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან - 700-მდე ბავშვი. აღარაფერს ვამბობთ ჯარისკაცებზე, განადგურებულ ქალაქებსა და სოფლებზე, გაღატაკებულ მოსახლეობაზე. უკრაინის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, ანუ, თითქმის ნახევარი, გადაუდებელ სოციალურ დახმარებას საჭიროებს.


იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო ამ ომზე უმძიმეს ინფორმაციას გვაწვდის. 2 წლის განმავლობაში, ამერიკისა და ევროპის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდობით დოლარის მიუხედავად და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული რამდენიმეჯერ სანქციების ფონზე, უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა და გაერო ომის შეწყვეტას მოითხოვს.


შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში? ეს იქნება ახალი წლის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2024 წელი დასავლეთის სახელმწიფოების საარჩევნო წელია, ალბათ, ომის შეწყვეტის იმედი არ უნდა გვქონდეს. წაგებულ ომში დახარჯული საკუთარი ხალხის მილიარდებით არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ ომი ფაქტობრივად ჯერ არ დაუწყია.


რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი და მით უფრო მეტად კარგავს ამომრჩეველს ხალხისგან ისედაც გაკოტრებული ოპოზიცია. დღეს, გაეროს სხდომაზე იმ საშინელი ინფორმაციის მოსმენისას, ალბათ ყველას თავში ერთი და იგივე ფიქრი ტრიალებდა - რას გადაარჩინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა!", - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031