გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: საზოგადოებრივი აზრი, რომ ჩვენ მარიხუანას მიმოქცევაში ვუშვებთ, არასწორია

15-09-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.


მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ახდენს და სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვისათვის. რაც შეეხება კანაფის მოყვანისა და წარმოების შესახებ არსებულ მითქმა-მოთქმას, მეზვრიშვილის თქმით გავრცელებული მოსაზრებები არასწორია და იმ პირების უმრავლესობას, ვინც ბოლო დღეებში ამ საკითხებზე საუბრობდა, წაკითხული არ ჰქონია კანონპროექტი.


"ბოლო დღეების განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი აზრი და მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მათ შორის კომენტარებს აკეთებდნენ ის ადამიანები, რომელთაც კანონპროექტი საერთოდ წაკითხული არ ჰქონდათ და შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მთავრობის კანონპროექტი თავისუფალ მიმოქცევაში უშვებს ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში კანაფს ან მარიხუანას, თითქოს ჩვენ ვიწყებთ ქვეყანაში ნარკოტიკების გაყიდვას, ხელს ვუწყობთ მოხმარებას და ა.შ. - ეს ყველაფერი არის სიცრუე” - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930