გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ არჩევნებზე რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა, ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ

19-01-2024

ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის არ არის საინტერესო ოპოზციის, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის მცდელობები. 


"დღეს რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნება მინიმუმ 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევ, ჩვენს ხალხს რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. 


რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ უსუსურ მცდელობას რომ რაღაცა ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5 პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურიბა და განვითარება,-" განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930