გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით

21-01-2024

როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე რა თქმა უნდა ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.


კობახიძის თქმით, ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით.


„ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031