16-09-2018
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის (ფრაქცია „მემარცხენეები“), ჰელინ ზომერის განცხადებით, კანცლერ ანგელა მერკელს გაბედულება არ აქვს, რომ გერმანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისკენ შემობრუნდეს და გააქტიურდეს.
ეს განცხადება დეპუტატმა აზერბაიჯანულ გამოცემა «Азербайджанские известия»-სტან ინტერვიუში გააკეთა.
"არ მჯერა, რომ გერმანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისკენ შემობრუნდება და გააქტიურდება. ანგელა მერკელს პოლიტიკური გაბედულება არ აქვს, იგი ისევ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობისა“ და ასოცირების ხელშეკრულებების ჩარჩოებში მოქმედებს. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ მას საკუთარი კონცეფცია და პროგრამა არ გააჩნია. კანცლერი ამჟამად არსებული ჩარჩოების გარეთ არ გამოდის. ანგელა მერკელი საკმაოდ პრაგმატულად, „საღი და ფხიზელი თვალით“ უყურებს გერმანიის პოლიტიკურ შესაძლებლობებს რეგიონში"-აცხადებს დეპუტატი.